ლევან შენგელიამ
Aa
Aa

ლევან შენგელიამ "ქონიასპორთან" კონტრაქტი გააფორმა

თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევი, ლევან შენგელია, თურქულ "ქონიასპორს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ქონიური კლუბის "ტვიტერის" გვერდმა ქართველ ვინგერს სპეციალური ვიდეორგოლიც მიუძღვნა, რომელშიც მისი კლუბში მისვლის პირველი მომენტებია აღწერილი.

23 წლის შენგელიამ ახალი კლუბის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და "ქონიასპორის" საიტს ვებგვერდს ესაუბრა:

"ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, რის გამოც გახარებული ვარ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ამ ფანტასტიკურ გარემოს შევუერთდები და გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველოდები, რადგან წარმომიდგენია, აქ როგორი ატმოსფეროა.

ქონიაში ყველა თბილად დამხვდა, რისთვისაც თითოეულ ადამიანს დიდ მახლობას ვუხდი. მინდა, მივესალმო კლუბის გულშემატკივრებს და ერთი სული მაქვს ისინი კარგი თამაშით გავახარო". - განაცხადა შენგელიამ.

"ქონიასპორი" 97 წლის წინ დაარსდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი 2016-2017 წლებში მიაღწია, როცა თურქეთის თასი მოიგო, რასაც ქვეყნის სუპერ თასის მოგებაც მოჰყვა. გუნდმა ევროტურნირებზე ისტორიაში პირველად 2016-2017 წლებში ითამაშა, გასულ სეზონში კი თურქეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სუპერ ლიგის 3 ტურის შემდეგ ქონიელებს 3 ფრე აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები