Aa
Aa

"არსენალმა" 2016/17 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა

ლონდონის "არსენალმა" კომპანია "Puma"-ს მიერ დამზადებული, 2016/17 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

"მეთოფეთა" ახალი მაისური, რათქმაუნდა ტრადიციულად თეთრი და წითელი ფერებისგან შედგება, თუმცა წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად მას ცენტრში ვერტიკალური წვრილი შავი ზოლი გასდევს.

ფორმის პრეზენტაციაზე მონაწილეობა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მესუტ ოზილმა და ექტორ ბელერინმა მიიღეს.

ამას გარდა, ცნობილია რომ გუნდის ჩილელი შემტევი, ალექსის სანჩესი ამიერიდან 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელსაც აქამდე ტომაშ როსიცკი ატარებდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები