"იუვენტუსი" - "ნაპოლი" - ტაქტიკური ანალიზი

სიახლე 02.09.2019
A+ A- 17:58

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით სწორედ ამიტომ ელოდებოდა.

„ბიანკონერისა“ და „პარტენოპეის“ ჯახში ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. „იუვე“ სამბურთიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა „ნაპოლიმ“ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და ანგარიში გაათანაბრა - 3 – 3.

„პარტენოპეის“ ქომაგთა სამწუხაროდ, მათმა ფავორიტმა კლუბმა ქულა ვერ გადაარჩინა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კულიბალიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ბებერმა ქალბატონმა“ 4 – 3 იმარჯვა.

მაურიციო სარის არყოფნაში „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ჯოვანი მარტუშიელო ითავსებს. ამ უკანასკნელმა თითქმის იგივე სასტარტო შემადგენლობა გაამწესა, რომელმაც „პარმა“ დაამარცხა. ერთადერთი ცვლილება დაცვის ხაზს შეეხო და ტრავმირებული ჯორჯო კიელინის ნაცვლად, მატიის დე ლიხტი ვიხილეთ.

კარლო ანჩელოტიმ „ფიორენტინასთან“ ჯახის შემდეგ ერთი ცვლილება გააკეთა. მარიო რუის ნაცვლად მატჩი ფაუზი გულამმა დაიწყო. 

როგორ გადაადგილდებოდნენ იუვენტუსის ნახევარმცველები

საწყისმა 60-მა წუთმა "იუვეს" კარნახით ჩაიარა. „ბიანკონერი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და „ნაპოლიზე“ უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელები პრესინგს ჩინებულად თამაშობდნენ, პასებს სწრაფად არიგებდნენ და დაცვაში თავისუფალ ზონებს პრაქტიკულად არ ტოვებდნენ. ტურინელები ტაქტიკური გადმოსახედიდანაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

„ნაპოლი“ უმეტეს შემთხვევაში მეტოქის კონკრეტულ ფეხბურთელებზე ორიენტირებულ პრესინგს თამაშობს და „იუვემ“ ეს სათავისოდ გამოიყენა. „ბიანკონერის“ გეგმა წინ წაწეული ჰავბეკების, ხედირასა და მატუიდის გარშემო იყო აგებული, რომლებიც „ნაპოლის“ განაპირა მცველების უკან იხსნებოდნენ.

„იუვეს“ გადაწყვეტილებას გამართლება ნამდვილად ჰქონდა. „ნაპოლი“ თავს 4-4-2-ით იცავდა და „ბებერი ქალბატონი“ მოედნის ცენტრში რიცხობრივ უპირატესობას იღებდა.

როცა „იუვე“ იერიშებს იწყებდა, „პარტენოპეის“ ფეხბურთელთა მთავარი ამოცანა მირალემ პიანიჩის განეიტრალება გახლდათ და უდიდეს ყურადღებას სწორედ ბოსნიელი იქცევდა. მატუიდისა და ხედირას კი ხშირად არავინ მეურვეობდა. ამასთან ერთად „იუვენტუსი“ ცდილობდა „ნაპოლის“ განაპირა უკანახაზელები ეიძულებინა ფლანგზე მყოფი მოთამაშეები აეყვანათ. რის შედეგადაც „ნაპოლის“ ფლანგის მცველებსა და ცენტრალურ უკანახაზელებს შორის დიდი სივრცე ჩნდებოდა, რომლის ათვისებასაც მატუიდი და ხედირა ცდილობდნენ.

როგორც ქვემოთ ხედავთ გულამი დუგლას კოშტას პრესინგს ეთამაშება. თავდაპირველად ალანი ხედირას აკონტროლებს და გერმანელ ფეხბურთელს მეურვეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც კოშტა ცენტრისკენ იწყებს მოძრაობას, ალანს ყურადღება თანამემამულეზე გადააქვს. ამის შემდეგ ბრაზილიელი შემტევი ხედირას მიმართულებით პასს აკეთებს და ამ უკანასკნელს დიდი სივრცე რჩება.

ხედირას ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინა „იუვენტუსი“ პირველ ტაიმს სამბურთიანი უპირატესობით მოიგებდა. ქვემოთ მატჩის ერტ-ერთი მომენტია ასახული, როცა, ალექს სანდრომ ფლანგზე გახნილი მატუიდი იპოვა. ამ შემთხვევაში კოსტას მანოლასი განაპირა მცველს აზღვევს და ფრანგს მეურვეობს, თუმცა კულიბალის პოზიცია აქვს დაკარგული. ასევე დააფიქსირეთ გულამი, რომელიც მომენტიდან გამოთიშულია. მატუიდი პასს იგუაინს აძლევს, რომლის წინააღმდეგაც თამაში კულიბალის უწევს. არგენტინელი თავდამსხმელი ბურთს ხედირას აწვდის. გერმანელმა ნახევარმცველმა ალანის უკან დარჩენილი სივრცე აითვისა, რომელიც კულიბალიმ დატოვა და გულამმა თანაგუნდელის დაზღვევა ვერ შეძლო. „პარტენოპეის“ ქომაგთა საბედნიეროდ ალექს მერეტმა საოცარი სეივი განახორციელა.

მატჩის მიმდინარეობისას „ნაპოლის“ დაცვით პრობლემებს „იუვენტუსი“ მშვენივრად იყენებდა. ტურინელთა წარმატებული შეტევის ნათელი მაგალითი ქვემოთ მოცემული სურათია.

აშკარაა, რომ „ნაპოლის“ დაცვაში საქმე კარგად ვერ აქვს. კარლო ანჩელოტის გუნდს ბლომად გოლები გააქვს, მაგრამ როცა „სკუდეტოზე“ გაქვს პრეტენზია, ორ მატჩში 7 ბურთს არ უნდა უშვებდე. იტალიელმა სპეციალისტმა რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოს.

ნაპოლის პრესინგი

„ნაპოლი“ საკმაოდ საინტერესო ტიპის პრესინგს თამაშობდა და მატჩის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა შედეგს იღებდა. როგორც აღვნიშნეთ ანჩელოტის გუნდი თავს 4-4-2-ით იცავდა. შეხვედრის  მიმდინარეობისას ზელინსკი წინ ხშირად ადიოდა და პიანიჩს მეურვეობდა, რის შედეგადაც „პარტენოპეის“ ნახევარდაცვა რომბისებრ ფორმას იღებდა. ზოგჯერ ეს ამართლებდა და ნეაპოლელები ბურთს მეტოქეს მისსავე ნახევარზე ართმევდნენ. მაშინ კი, როცა ისინი მიზანს ვერ აღწევდნენ, „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ ნახევარდაცვაში გაჩენილი თავისუფალი ზონებით შესანიშნავად სარგებლობდა. ამ ასპექტში განსაკუთრებით ხედირა და მატუიდი გამოირჩეოდნენ.

„იუვენტუსის“ თამაშზე მაურიციოს სარის გავლენა უკვე იგრძნობა და ტურინელები „ნაპოლის“ ზეწოლას ადვილად უმკლავდებოდნენ. ყველაზე ეფექტური მეთოდი „წინ-უკან-შორის“ კომბინაცია  გახლავთ. (ამ დროს ფეხბურთელი წინ გადაცემას აკეთებს, ადრესატი ბურთს მას უბრუნებს, შემდეგ იხსნება და გამჭოლ პასს იღებს, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს შორისაა გაკეთებული).

„პარტენოპეის“ პრობლემები პრესინგთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ისინი დაკარგული ბურთებისთვის ბოლომდე იბრძოდნენ და ძალიან შორს ადიოდნენ, რაც გუნდს არახელსაყრელ მდგომარეობაში აგდებდა. თანაც ბონუჩისა და პიანიჩის დონის ფეხბურთელებს მეტოქეების მიერ დაწესებული პრესინგისგან თავის დაღწევა მარტივად შეუძლიათ. „იუვე“ პირველ ნახევარში „ნაპოლის“ ზეწოლას იოლად უმკლავდებოდა, თუმცა მეორე ტაიმში განსხვავებული სცენარი ვიხილეთ.

იუვენტუსის დაცვა

მაურიციო სარის დანიშვნის შემდეგ „იუვეს“ სათამაშო სტილი შეიცვალა. ყველაზე აშკარა ცვლილება დაცვით სქემას უკავშირდება. იტალიელი სპეციალისტის გუნდი პოზიციურ დაცვას იყენებს. ეს ნიშნავს, რომ „ბიანკონერი“ პრიორიტეტს მოედნის კონკრეტული არეალის დაცვას ანიჭებს და არა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მეურვეობას.

„ნაპოლისთან“ „ბებერი ქალბატონი“ დაცვაში 4-4-2-ს იყენებდა, რომელშიც რონალდუ და იგუაინი წინ რჩებოდნენ, ხოლო მატუიდი მარცხენა ფლანგს აკონტროლებდა. ამის მიზანი მოედნის ცენტრალურ ნაწილში კომპაქტური ზღუდეების შექმნა გახლდათ და ტურინულ გრანდი „პარტენოპეის“ აიძულებდა შეტევები ფლანგებიდან განევითარებინა. პირველ ტაიმში ანჩელოტის გუნდი „იუვეს“ დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის დარჩენილ ფეხბურთელებს პასებით ვერ ამარაგებდა, რაც „იუვენტუსის“ მცველების კარგი ასპარეზობის დამსახურება გახლდათ.

პირველ ნახევარში სარის კოლექტივი დაცვაში შესანიშნავად გადაადგილდებოდა. საჭიროების შემთხვევაში ისინი პრესინგს თამაშობდნენ და „ნაპოლის“ ლიდერებს კარგად მეურვეობდნენ. ამავდროულად „იუვენტუსი“ კონტრ-პრესინგს ანჩელოტის გუნდზე უფრო ეფექტურად იყენებდა და მეტად აგრესიული გახლდათ. როგორც კი მოედნის ცენტრში „იუვე“ ბურთს დაკარგავდა, სარის ბიჭები „ნაპოლის“ ფეხბურთელზე, რომელსაც ბურთი ჰქონდა უდიდეს ზეწოლას ახორციელებდნენ და პასის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

ანჩელოტის ცვლილებები

საშინლად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ცვლილება გააკეთა. საწყის 45 წუთში ფაბიან რუისი „პარტენოპეის“ შეტევებში იშვიათად ერთვებოდა. ზელინსკისა და ალანს კი მოედნის ცენტრში ძალიან უჭირდათ.

ყველაზე ეფექტური „რეფორმა“ რუისის ცენტრალურ ნახევარდაცვაში გადაყვანა და ზელინსკის მარცენა ინსაიდ ფორვარდის პოზიციაზე გამწესება გახლდათ. რუისმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა და „ნაპოლის“ შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა. ლოზანომ და რუისმა თავიანთი პასებით „იუვენტუსის“ ნახევარდაცვა და დაცვა გაწელეს, რამაც ტურინულ გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„ბიანკონერი“ თავს კომპაქტურად ვეღარ იცავდა და „პარტენოპეის“ ფეხბურთელები გამჭოლი გადაცემების დახმარებით თავისუფალ პარტნიორებს მარტივად ჰპოულობდნენ. მსგავსი რამ პირველ ტაიმში არცერთხელ მომხდარა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

ამასთან ერთად კარლო ანჩელოტის გუნდი პრესინგს უკეთ თამაშობდა და მეტოქეს მარწუხებიდან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევდა. ხშირ შემთხვევაში საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ბურთი შესნის უბრუნდებოდა და ეს უკანასკნელი მას უმისამართოდ იგერიებდა. „ნაპოლის“ წარმატებული პრესინგის მთავარი საიდუმლო ის გახლდათ, რომ მეორე ნახევარში „პარტენოპეის“ ფეხბურთელები „იუვეს“ მოთამაშეებს პასის გაკეთების ვარიანტებს ბევრად უკეთ უზღუდავდნენ. ანჩელოტის ცვლილებებმა შედეგი გამოიღო, თუმცა დამატებულ დროში "ნაპოლის" ფორტუნამ ზურგი აქცია და "პარტენოპეი" 4-3 დამარცხდა.

რა თქმა უნდა ყველაფერი ანჩელოტის გუნდის დამსახურება არ იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „იუვენტუსი“ სამბურთიან უპირატესობას ფლობდა და სათამაშო სტილი შეცვალა. "იუვემ" დაცვით თამაშს მიმართა და ლოზანოს გამოსვლის შემდეგ დე ლიხტი და ბონუჩი უკან ღრმად იხევდნენ. მიუხედავად ამისა აშკარაა, რომ ანჩელოტის მიერ განხორციელებული ცვლილებები „ნაპოლის“ თამაშზე დადებითად აისახა და გამოასწორა თავდაპირველი გეგმა, რომელმაც სრული კრახი განიცადა.

რამდენიმე გავლენიანი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, ყატარელი ინვესტორები საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შესაძენად 560 მილიონ ევროს იხდიან. როგ...

10 - გუნარ ნორდალი - 1950 წელი როდესაც საკუთარი თავისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს დგამ - ასე შეფასდა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, როდესაც...

„ნაპოლიში“ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა პირადი მცველების დაქირავება დაი...

„მილანთან“ მატჩში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მაურიცი...

ანტონიო კასანომ სატელევიზიო შოუ Tiki Taka-ში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მიანიშნა, რომ პორტუგალიელს წესით დისკვალიფიკაცია უნდა ემუქრებოდეს. ...

ბოლო დღეებია კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბარი არ წყდება. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მაურიციო სარი ზედიზედ 2 მატჩია ადრეულად ცვლის, "იუვეს" კი გამარ...

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პრესას ესაუბრა და Sky Sport Italia-სთან საინტერესო განცხადება გააკეთა. ...

ტურინის „იუვენტუსმა“ “მილანთან“ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით იმარჯვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა...

ფიორენტინა - 1998/99 1998 წელს ფლორენციის „ფიორენტინას“ თავკაცის პოსტზე ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა, რომელიც „იების“ 30 წლიანი ლ...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე საქართველოს ნაკრები...

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს სტუმართა მთა...

მადრიდის "ატლეტიკო" რაკიტიჩის ტრანსფერით ინტერესდება. Movistar + -ის ინფორმაციით "როხიბლანკო" მზადაა ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ ზამთარში 35 მილი...

ბრიტანული გამოცემა, The Sun იტყობინება, რომ "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ფილიპ კოუტინიოს გადაბირება სურდა. როგორც მოგეხსენებათ ზა...

კრიშტიანუ რონალდუმ ლიეტუვის ნაკრებთან 6:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ირანელ ალი დაეის სანაკრებო გოლების რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. პორტუ...

ინგლისი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც 1000 შეხვედრა გამართა. საიუბილეო წრე უკვე ნახსენებ მონტენეგროსთან გამართული გუშინდელი მატჩით შე...

„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და თურქეთის ...

ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულში" გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა. მერსისაიდელთა კაპიტანმა აქცენტი "წითლების" ყოფილ ფეხბურთ...

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს სტუმართა მთა...

შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 56 წლის სპეციალისტი ხვალ სამი ქულის აღებას გეგმავს,...

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ "ქალაქელთა" გულშემატკივრებს, რომლებმაც 4000 მილი გაიარეს და "შახტართან" მატჩს დაესწრნენ მადლობა გადაუხადა. ...

1998 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ''მონრეალთან'' კონტრაქტი გააფორმა. 42 წლის სპეციალისტი MLS-ის კლუბს 2022 წლამდე უხელმძღვან...

ფეხბურთის მეფემ, ბრაზილიელმა პელემ პრესასთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა. 79 წლის ცოცხალმა ლეგენდამ ინტერვიუში დაასახელა მისთვის ყველაზე უხერხუ...

„ბარსელონას“ 33 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა სანაკრებო პაუზის დროს პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და გუნდში მის მომავალზე ისაუბრა....

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე, რომელიც ''უნტერჰაჰინგში'' ლუკას ჰუფნაგელს წვრთნიდა, კარიერის მნიშვნელოვან ფაქტებს იხსენებს. 47 წლის ციგე,...

ტურინული Tuttosport-ის ინფორმაციით, „მილანის“ დირექტორ პაოლო მალდინის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის მიწვევა სურს. გამოც...

ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი გარემარბი, ვილიანი მიიჩნევს, რომ რონალდინიო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ესპანური და ინგლისური გამოცემე...

„დორტმუნდის“ 19 წლის ფეხბურთელს, ჯეიდონ სანჩოს კლუბის დატოვება სურს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს და დასძენს, რომ ინგლისელ მოთამაშე...

რეკომენდებული სიახლეები
ფეხბურთის მეფემ, ბრაზილიელმა პელემ პრესასთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა. 79 წლის ცოცხალმა ლეგენდამ ინტერვიუში დაასახელა მისთვის ყველაზე უხერხუ...
14.11.2019
შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 56 წლის სპეციალისტი ხვალ სამი ქულის აღებას გეგმავს,...
14.11.2019
„ბარსელონას“ 33 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა სანაკრებო პაუზის დროს პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და გუნდში მის მომავალზე ისაუბრა....
14.11.2019
38 წლის შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამერიკული თავგადასავალი ოფიციალურად დასრულდა. MLS-ს ში გატარებული 18 თვის შემდეგ, „იბრამ“ ...
14.11.2019
ერიკ კრამბლის შესახებ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის. არადა კრივის ისტორიაში მისი მსგავსი სპორტსმენი ბევრი ნამდვილად არ ყოფილა... ერიკი ყველასგა...
14.11.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
14.11.2019
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს სტუმართა მთა...
14.11.2019
ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე, რომელიც ''უნტერჰაჰინგში'' ლუკას ჰუფნაგელს წვრთნიდა, კარიერის მნიშვნელოვან ფაქტებს იხსენებს. 47 წლის ციგე,...
14.11.2019
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს სტუმართა მთა...
15.11.2019
ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულში" გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა. მერსისაიდელთა კაპიტანმა აქცენტი "წითლების" ყოფილ ფეხბურთ...
14.11.2019
1998 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ''მონრეალთან'' კონტრაქტი გააფორმა. 42 წლის სპეციალისტი MLS-ის კლუბს 2022 წლამდე უხელმძღვან...
14.11.2019
უკანასკნელი სიახლეები