Aa
Aa

გოგონათა საფეხბურთო ნაკრები იტალიას დაუპირისპრიდება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

ქართველი გოგონები მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება.

მატჩი 16:15 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა.

 

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები