Aa
Aa

ESPN - "რეალი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში ფერნანდეშს გაიფორმებს

მადრიდის „რეალი“ ბრუნო ფერნანდეშის შეძენაზე ფიქრობს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით „სამეფო კლუბი“ პორტუგალიელ ნახევარმცველს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადაიბირებს.

ზაფხულში „სპორტინგის“ ლიდერის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს სურდათ. „ლომების“ ვარსკლავით „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

ცოტა ხნის წინ ფერნანდეშმა პორტუგალიურ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „დეზების“ რიგებში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა.

ESPN ფინანსურ დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ ირწმუნება, რომ „რეალი“ გეგმავს შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს და საკუთარი გულშემატკივრები ფერნანდეშის ტრანსფერით გაახაროს.

პორტუგალიური პრესა იტყობინება, რომ „სპორტინგი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები