Aa
Aa

"სიტი" და "დორტმუნდი" შეთანხმდნენ

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას "Goal.com"-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები 26 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევთ ინგლისელებს, გიუნდოგანის შესაძენად.

ამის მიუხედავად, "მანჩესტერ სიტი" უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე ფეხბურთელის გამოყენებას ვერ შეძლებს. საქმე იმაშია, რომ გიუნდოგანს სერიოზული დაზიანება აქვს და მუხლზე ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას კი, დაახლოებით 4-დან 6 თვემდე დასჭირდება.

"ბუნდესლიგის" გასულ გათამაშებაში გიუნდოგანმა 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები