სამეული ცნობილია: ფიფა-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა
Aa
Aa

სამეული ცნობილია: ფიფა-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა

მილანში, "სან სიროს" სტადიონის დარბაზში ფიფა-მ The Best-ის ნომინანტები დაასახელა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დეიკი იბრძოლებენ.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, მისი გამარჯვებული იურგენ კლოპს, მაურისიო პოჩეტინოსა და პეპ გუარდიოლას შორის გამოვლინდება. 

დანარჩენი 6 ნომინაცია ასეთია:

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ალექს მორგანი, მეგან რაპინო და ლუსი ბრონზი; 

საუკეთესო ფანის/ფანების ჯილდო - ჰოლანდიის ქალთა ნაკრების გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე, სილვია გრეკო და ხუსტო სანჩესი; 

საუკეთესო ქალთა მწვრთნელი - ჯილ ელისი, ფილ ნევილი და სარინა ვიგმანი; 

საუკეთესო ქალი მეკარე - კრისტიანე ენდლერი, ჰედვიგ ლინდალი და სარი ვან ვეენენდაალი;

საუკეთესო მამაკაცი მეკარე - ალისონი, ედერსონი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

პუშკაშის ჯილდო (საუკეთესო გოლი) - ლიონელ მესი, ხუან კინტერო და დანიელ ზსორი.

ხსენებულ ნომინაციებში გამარჯვებულები ასევე მილანში, 23 სექტემბერს გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები