Aa Aa
2 სექტემბერი 2019  |  13:20

შიკი "ლაიფციგში" მშრალი იჯარით გადავა?

ჩეხი ფორვარდი, პატრიკ შიკი, გერმანულ „ლაიფციგში“ ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. „რომა“ და „ლაიფციგი“ თავდაპირველად იჯარა-გამოსყიდვის უფლებაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ეს შეთანხმება არ შედგა, რაც ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, შიკი „რედ ბულ არენაზე“ მშრალი იჯარით გადაბარგდება.

ფეხბურთელს საქსონიელებთან პირადი დეტალები შეთანხმებული აქვს, იგი წლიურ ხელფასად 2.8 მილიონ ევროს მიიღებს.

პატრიკ შიკი „რომაში“ 2017 წელს გადავიდა, „გლადიატორებმა“ მის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„რომა“ შიკის შემცვლელად ნიკოლა კალინიჩს დაიმატებს, რომელიც იტალიის დედაქალაქში დღეს ჩავა და „ჯალოროსის“ რიგებს შეუერთდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები