ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანი, ნუგზარ ჯუღელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხს" ეს ამბავი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ჯუღელი საქართველოს "პირველ არხში" 1968 წლიდან მუშაობდა, პოპულარობა კი საინფორმაციო პროგრამა "მოამბემ", ასევე სპორტული პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

ქართული სპორტის ქომაგი და მაყურებელი ნუგზარ ჯუღელს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს, მისი სახალისო ფრაზები კი, რომლებზეც ინტერვიუებსა და პირად საუბრებში თავადაც ბევრს ხუმრობდა, სპორტულ წრეებში დღემდე პოპულარულია.

2014 წლის 30 დეკემბერს, სატელევიზიო ანძასთან საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორისაა ნუგზარ ჯუღელის ვარსკვლავიც.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წლის 2 ივნისს, თბილისში დაიბადა. 1955-1959 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1959-1971 წლებში კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.

პ.ს. CrystalSport-ი მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ ჯუღელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები