Aa
Aa

"რეალის" ბოლო გაბრძოლება - ერიკსენი, თუ ფერნანდეში?

ბრიტანული და ესპანური პრესა იუწყება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

საუბარი კრისტიან ერიქსენზე და ბრუნო ფერნანდეშზეა. Mirror იტყობინება, რომ "სამეფო კლუბი" დანიელის ვარიანტს კვლავ განიხილავს, ხოლო AS აცხადებს, რომ "ლოს ბლანკოსი" "სპორტინგის" ვარსკლავსაც აკვირდება.

თუმცა ორივე ტაბლოიდი დასძენს, რომ მთავარი პრობლემა დროის სიმცირეა. მადრიდულ გრანდს ორი სექტემბერი კარს მოადგა და მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

რამდენიმე დღის წინ "ნისლიან ალბიონზე" პროგნოზირებდნენ, რომ "ტოტენჰემი" ერიქსენს ამ ზაფხულს არ გაასხვისებდა და თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას ზამთარში შეეცდებოდა, თუმცა თუ ლონდონელებმა სარფიანი წინადადება მიიღეს, პოზიციას აუცილებლად შეცვლიან. რაც შეეხება ფერნანდეშს, "რეალის" ხელმძღვანელები მას პოლ პოგბას იაფ ალტერნატივად მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები