მილტონ ჰეიგი :
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი : "მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს"

„დინამო“ არენაზე გამართულ ისტორიულ მატჩში „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდნენ.

მეტოქეს ერთადერთი ლელო შეცვლაზე შემოსულმა ბურჯმა კარლენ ასეიშვილმა დაუდო.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი  ჩაატარა.

ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის საქართველოში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია. 8 წელი ცოტა დრო არ არის. ემოციურად განსაკუთრებული პერიოდი იყო. მე და ჩემ ოჯახს თავი ქართველებად მიგვაჩნია. ეს ის ანგარიში არაა, რითაც ბოლო საშინაო მატჩის დასრულება მინდოდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს. საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები ჰყავს” – განაცხადა ჰეიგმა.

ზელანდიელი სპეციალისტი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მუშაობას იაპონურ “სანტორი სანგოლიასში” დაიწყებს.

ცხელი ამბები