Aa
Aa

"მილანი" ევერტონის შეძენას მთელი ძალებით ცდილობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, "მილანი" კი კვლავ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობს. "როსონერი" "ატლეტიკოს" არგენტინელი ფეხბურთელის, ანხელ კორეას გადაბირებით ინტერესდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და იძულებული გახდა ალტერნატიული ვარიანტები განეხილა.

"შავ-წითლები" "გრემიოს" შემტევს, ევერტონს უმიზნებენ და Globo Esports თუ დავუჯერებთ რამდენიმე საათის წინ ელექტრონული ფოსტის დახმარებით ბრაზილიურ კლუბს წინადადებითაც მიმართეს. იტალიელები ევერტონის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

მეორე მხრივ ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "მილანი" ტრანსფერის გასაჩარხად მაქსიმუმს აკეთებს.

"გრემიო" ევერტონის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს. შესაბამისად თუ "როსონერი" დათმობებზე არ წავა, მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

აქვე დავძენთ, რომ Calciomercato-ს მიხედვით "მილანი" მემფის დეპაის შეძენაზეც ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები