მსოფლიო ჩემპიონატი: დიდი მოულოდნელობა - გურამ თუშიშვილმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: დიდი მოულოდნელობა - გურამ თუშიშვილმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

თუშიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი როი მეიერის წინააღმდეგ წარსდგა და ვაზარით დამარცხდა.

მეიერმა ქულის აღების შემდეგ დროის გაყვანა დაიწყო, მსაჯმაც მას გაფრთხილებები დაუგვიანა და მეიერმა ნანატრი ბრინჯაო მოიპოვა.

თუშიშვილის ნახევარფინალში განცდილი მარცხისგან მიღებული იმედგაცრუება სახეზე ეტყობოდა...

გურამმა ჭიდაობა მეორე წრიდან დაიწყო და ინდოელი შუბჰამ კუმარი 17 წამში დაამარცხა.

მერვედფინალში თუშიშვილს უზბეკი თემურ რახიმოვი შეხვდა, რომელიც 2 გაფრთხილებით, ვაზარითა და შემდეგ იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი გახლდათ. ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ქართელმა მსოფლიო ჩემპიონმა მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, ვაზარიც აიღო, ბოლოს კი დააიპონა და ნახევარფინალში ასე გავიდა.

თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა ჰახლდათ.

გურამმა ტრადიციულად აქტიურად და აგრესიულად იჭიდავა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა გარასავამ მოულოდნელი გდება შეასრულა, მართალია იპონი არ იყო, მაგრამ იაპონელმა თუშიშვილი შებოჭა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ცხელი ამბები