მსოფლიო ჩემპიონატი: გურამ თუშიშვილის სენსაციური მარცხი ნახევარფინალში
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გურამ თუშიშვილის სენსაციური მარცხი ნახევარფინალში

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის შესანიშნავი სვლა მოულოდნელი მარცხით დასრულდა.

თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა ჰახლდათ.

გურამმა ტრადიციულად აქტიურად და აგრესიულად იჭიდავა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა გარასავამ მოულოდნელი გდება შეასრულა, მართალია იპონი არ იყო, მაგრამ იაპონელმა თუშიშვილი შებოჭა და გამარჯვებაც მას დარჩა.

გურამმა ჭიდაობა მეორე წრიდან დაიწყო და ინდოელი შუბჰამ კუმარი 17 წამში დაამარცხა.

მერვედფინალში თუშიშვილს უზბეკი თემურ რახიმოვი შეხვდა, რომელიც 2 გაფრთხილებით, ვაზარითა და შემდეგ იპოპნით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი გახლდათ. ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ქართელმა მსოფლიო ჩემპიონმა მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, ვაზარიც აიღო, ბოლოს კი დააიპონა და ნახევარფინალში ასე გავიდა.

ცოტა ხანში თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ცხელი ამბები