სხირტლაძის მორიგი გოლი - ქართველმა
Aa
Aa

სხირტლაძის მორიგი გოლი - ქართველმა "არკას" პირველი გამარჯვება მოაპოვებინა!

დავით სხირტლაძემ თავისი ახლაი კლუბის გდიანიას „არკას“ მაისურით ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვების გოლის ავტორიც გახდა.

პოლონეტის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში „არკამ“ „გურნიკს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიში 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი და სამქულიანი გოლის ავტორი 55-ე წუთზე ქართველი ფორვარდი გახდა.

სხირტლაძეს დარტყმა საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა და ისევე როგორც მისი სადებიუტო გოლი, მისი ბურთი ამჯერადაც ლამაზი გამოდგა.

ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 7 ტურის შემდეგ „არკას“ 5 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები