მსოფლიო ჩემპიონატი: გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია!

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში დომინანტურ სვლას განაგრძობს გურამ თუშიშვილი.

ქართველი ძიუდოისტი ბრწყინვალე ფორმაშია და უკვე ნახევარფინალში იმყოფება.

გურამმა ჭიდაობა მეორე წრიდან დაიწყო და ინდოელი შუბჰამ კუმარი 17 წამში დაამარცხა.


მერვედფინალში თუშიშვილს უზბეკი თემურ რახიმოვი შეხვდა, რომელიც 2 გაფრთხილებით, ვაზარითა და შემდეგ იპოპნით დაამარცხა.


მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი გახლდათ. ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ქართელმა მსოფლიო ჩემპიონმა მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, ვაზარიც აიღო, ბოლოს კი დააიპონა და ნახევარფინალში გავიდა.


ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. თუშიშვილის მეტოქე იაპონელი ჰისაოში ჰარასავა იქნება, რომელიც ილიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია.

ცხელი ამბები