ტოტი
Aa
Aa

ტოტი "რომასთან" თვის ბოლოს გაახანგრძლივებს?

ბოლო დღეებში აქტიურად მიდის საუბარი, რომ "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კლუბთან კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს. 

როგორც football-italia გვაუწყებს, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა იტალიის დედაქალაქში ჩავა. ეს კი თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

ასე რომ, აღარაფერი აკლია იმას, რომ "გლადიატორთა" მთავარი "გლადიატორი" "სტადიო ოლიმპიკოზე" კიდევ ერთი წლით დეარჩეს. 

39 წლის ტოტი "ჯალოროსის" ღირსებას 1992 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 601 შეხვედრაში 248 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები