გორგოძე ნაკრებში ბრუნდება! - ქართველი ლეგენდა მსოფლიო თასზე ითამაშებს!
Aa
Aa

გორგოძე ნაკრებში ბრუნდება! - ქართველი ლეგენდა მსოფლიო თასზე ითამაშებს!

ქართულ სარაგბო სამყაროში გავრცელებული ერთობლივი ცნობებით, მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" რიგებს გაამაგრებს.

გულშემატკივრისთვის ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, რაც მხოლოდ დროის საკითხია.

საქართველოს ნაკრების წევრმა, ლევან ჩილაჩავამ, გორგოძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით: "მან თქვა კი", "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, რაც ყველაფერს ნათელს ხდის.

მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრების ღირსება 2003-2017 წლებში, ჯამში 71 შეხვედრაში დაიცვა, იგი 2 წლის წინ ნაკრებიდან წავიდა, ახლა კი ბრუნდება, რაც ჩვენს გუნდს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე კიდევ უფრო გააძლიერებს.

მამუკა შესანიშნავ ფორმაშია, მან უქმეებზე TOP 14-ის პირველ ტურში სტუმრად "აჟენს" 2 ლელო დაუდო და შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

ცხელი ამბები