Aa
Aa

ნედვედის რჩეული რონალდუ იყო და არა ვან დეიკი

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი აცხადებს, რომ მისი აზრით UEFA-ს 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უნდა გამხდარიყო და არა ვირჯილ ვან დეიკი.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ლეგენდარულმა ჩეხმა მოკლე კომენტარი Sky Sport Italia-სთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა: „მე ველოდებოდი, რომ რონალდუ გაიმარჯვებდა, თუმცა ყველაფერს ვეთანხმებით“.

ნედვედი კენჭისყრის შედეგებსაც შეეხო და განაცხადა: „ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მატჩი არ არსებობს. ჩვენ ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ახალი მწვრთნელი და მოთამაშეები გვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კარგად ვიასპარეზებთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ბებერი ქალბატონი“ „ატლეტიკოს“, „ლევერკუზენს“ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. პაველ ნედვედის რჩეულს, კრიშტიანუ რონალდუს კი იმედი აქვს, რომ „როხიბლანკოს“ გულშემატკივრები შარშანდელზე უფრო გულთბილად დახვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება სტარტს 17 სექტემბერს აიღებს. „იუვე“ თავის პირველ შეხვედრას 18 სექტემბერს გამართავს და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები