Aa
Aa

"ჭირვეული იტალიელი" ინგლისში ბრუნდება

როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "მილანმა" "ლივერპულიდან" 1 წლიანი იჯარის წესით, მარიო ბალოტელი დაიმატა. ხელშეკრულების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში "როსონერის" იტალიელი ფორვარდის გამოსყიდვაც შეეძლო, თუმცა როგორც "Sky Sport Italia" იუწყება, მილანური კლუბი ამის გაკეთებას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოახლოებულ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ბალოტელი "ლივერპულში" დაბრუნდება. ხოლო რამდენად სურს, "ჭირვეული იტალიელის" საკუთარ გუნდში ხილვა იურგენ კლოპს, ეს ცალკე თემაა.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მარიო ბალოტელიმ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. მართალია "მილანში" მისი თამაშით იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" მიმდინარე ზაფხულს არ გაიყიდა(შეგახსენებთ, რომ "მილანის" ყიდვა ჩინურ კონსორციუმს სურს), კლუბმა ბალოტელის იჯარა შესაძლოა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები