მსოფლიო ჩემპიონატი: როგორც ხშირად ხდება ხოლმე - ბექა ღვინიაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: როგორც ხშირად ხდება ხოლმე - ბექა ღვინიაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე -90კგ კატეგორიის შეხვედრები მიმდინარეობს. სამწუხაროდ მე-3 წრეში გამოსვლა უკვე დაასრულა ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც როგორც ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე, მოულოდნელად მასზე გაცილებით სუსტ მეტოქესთან მიუტევებელი შეცდომის შედეგად დამარცხდა.

ამრიგად, ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ეთიშება და გულშემატკივარს იმედებს კვლავ უცრუებს...

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ქართული დელეგაციის მონაგარი 2 მედალია - ლუხუმ ჩხვიმიანის ოქრო და ლუკა მაისურაძის ბრინჯაო.

ხვალ გათამაშებაში 100 კგ წონით კატეგორიის წარმომადგენლები წარსდგებიან. საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ცხელი ამბები