Aa
Aa

ტოტი: "ამ სეზონში რომას მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავების შანსი აქვს"

„რომას“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანჩესკო ტოტის მიაჩნია, რომ სერია A-ს წლევანდელ გათამაშებაში „ჯალოროსის“ ჩემპიონობის დასაკუთრების მიზერული შანსი აქვს და კლუბის მაქსიმუმი მეოთხე ადგილია.

„დერბი დელა კაპიტალეს“ წინ „იმპერატორმა“ ინტერვიუ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას მისცა და განაცხადა: „რომა ფურცელზე ლაციოზე უკეთესი გუნდია, მაგრამ სიმონე ინძაგიმ შესანიშნავი კოლექტივი შეკრა, რომელიც ძალიან სახიფათოა“.

„პირადად ჩემთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, რადგან ჯალოროსის მატჩებს ტელევიზიით ვუყურებ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და არაფერს ვნანობ. როგორც გულშემატკივარს კი იმედი მაქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომა რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მაინც შეძლოს“.

„ვიმედოვნებ ვცდები, მაგრამ როცა 30 წელი ფეხბურთში მოღვაწეობ დეტალებს იდეალურად ამჩნევ. ვფიქრობ წლევანდელი გათამაშების საუკეთესო სამეული უკვე გადაწყვეტილია - იუვენტუსი, ნაპოლი და ინტერი. სატრანსფერო აქტივობებიდან გამომდინარე კი რომას მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავების შანსი აქვს“.

„სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი იუვენტუსია, თუმცა ნაპოლი და ინტერი საგრძნობლად გაძლიერდნენ და ამ სეზონში საინტერესო საჩემპიონო რბოლა გველოდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები