რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "საუკეთესო მესია, ნეიმარი კი ამჟამად სამეულშიც არაა"

ნეიმარის სატრნსფერო საგა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ბრაზილიელი „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

კატალონიელთა დელეგაცია მეორე დღეა პარიზშია და მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

ტრანსფერის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დღეს კი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რივალდომ Cadena CER-თან საუბრისას მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიმარს მათ შორის ადგილის დასამკვიდრებლად „ბარსელონაში“ დაბრუნება სჭირდება.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დღეს? ამჟამად საუკეთესო მესია. რონალდუს მეორე ადგილს მივანიჭებდი. რაც შეეხება მესამეს, ამაზე არ მიფიქრია. არა, ნეიმარი მესამე ადგილს ნამდვილად არ იკავებს. ამას გასული სეზონიდან გამომდინარე ვამბობ, მაგრამ თუ ის „ბარსელონაში“ დაბრუნდება მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეში აუცილებლად შევა და შესაძლოა საუკეთესოც გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, „ბარსა“ პსჟ-ს დემბელეს, რაკიტიჩსა და 130 მილიონ ევროს სთავაზობს. პარიზელთა თავკაცი ტომას ტუხელი ამ წინადადებაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა მთავარი სიტყვა ნასერ ალ ხელაიფიმ და გარიგებაში ჩართულმა ფეხბურთელებმა უნდა თქვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები