კობი:
Aa
Aa

კობი: "შაკს სავარჯიშო დარბაზში მეტი დრო რომ გაეტარებინა, ახლა 12 ბეჭედი მექნებოდა"

კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. "შავმა მამბამ" ლარი ობრაიენის თასი 5-ჯერ დაისაკუთრა. სეზონის MVP ერთხელ, ხოლო ფინალების საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა. "ლეიკერსის" ლეგენდა ყველა ვარსკლავის მატჩის 18 გზის მონაწილეა და კარიერის განმავლობაში 33643 აქვს ჩაგდებული.

კობის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ სტატიაში ყურადღებას ბრაიანტის განცხადებაზე გავამახვილებთ, რომელიც მან პატრიკ ბეთ-დევიდისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე რას მიაღწევდა შაკილ ონილი კობი ბრაიანტის მსგავსი შრომის ეთიკა რომ ჰქონოდა "შავმა მამბამ" განაცხადა: "შაკი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა. დარწმუნებული ვარ თავადაც იგივეს გეტყვით. შაკს სავარჯიშო დარბაზში მეტი დრო რომ გაეტარებინა, ახლა 12 ბეჭედი მექნებოდა".

ბეთ-დევიდმა ბრაიანტს ონილთან წარმოქმნილი დაპირისპირებების შესახებაც ჰკითხა: "როგორ გგონია, შაკს კალათბურთისადმი შენნაირი თავდადება, რომ ჰქონოდა, ერთმანეთთან კონფლიქტი უფრო იშვიათად გექნებოდათ"?

"რა თქმა უნდა. ვერ ვიტან ხალხს, რომელიც მაქსიმუმს არ აკეთებს და ისე იქცევა თითქოს აკეთებს. შაკი ამბობდა ხოლმე კობი პასს არ მაძლევსო. ამ ფრაზას პრესა იტაცებდა და შემდეგ ყველაფერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. მე კი ვეუბნებოდი - ძმაო, შენ ფორმაში რომ იყო... სწრაფი შეტევებისას სანამ მე მეტოქის ფართან მივირბენდი, შემდეგ უკან დავბრუნდებოდი და შემდეგ ისევ მივირბენდი, შაკი მეტოქის ფართან ჯერ კიდევ არ იყო მისული. რა უნდა გამეკეთებინა?!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები