მეორე მედალი ტოკიოდან! ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა!
Aa
Aa

მეორე მედალი ტოკიოდან! ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა!

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ტატამზე 81 კგ. წონით კატეგორიის წარმოამდგენლები წარსდგნენ. საქართველოს სახელით იასპარეზა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში 23 წლის უზბეკი შაროფინ ბოლტაბაევი ეფექტური იპონით დაამარცხა.


ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველმა ირანელი მსოფლიო ჩემპიონი საიდ მოლაეი ძალიან დამაჯერებლად ვაზარითა და შემდეგ იპონით დაამარცხა და მედალს დაეუფლა.


შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ ბრძოლაში ლუკა მაისურაძეს მსაჯების წინააღმდეგ ბრძოლაც მოუხდა. ქართველის ვაზარი არბიტრმა გააუქმა, რაც საკამათო გადაწყვეტილება იყო. საბოლოოდ ბრძოლა ეგვიპტელმა მოჰამედ აბდელაამ ვაზარით მოიგო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბრძოლებს შორის ქართველს დასვენების დრო დაახლოებით 10 წუთი ჰქონდა, რაც უდაოდ აღმაშფოთებელი ფაქტია. ლუკას ოქროსთვის უნდა ებრძოლა, თუმცა მსაჯებმა მხოლოდ ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაუტოვეს.

ცხელი ამბები