რენე იგიტა პაბლო ესკობართან მეგობრობისა და
Aa
Aa

რენე იგიტა პაბლო ესკობართან მეგობრობისა და "ლა კათედრალში" ვიზიტის შესახებ

კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა, რენე იგიტამ მისსა და პაბლო ესკობარის ურთიერთობაზე ისაუბრა და "ლა კათედრალში" სტუმრობის დეტალებს ნათელი მოჰფინა.

იგიტამ ისიც თქვა, რომ როცა გატაცებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, სამართალდამცველებმა ესკობარის დასმენა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და ციხეში წასვლა აირჩია.

სკანდალურად ცნობილმა მეკარემ ინტერვიუ Bocas Magazine-ს მისცა და განაცხადა: "მე და პაბლო რაღაც მხრივ მეგობრები ვიყავით". 

"რეალურად ადამიანი, რომელთანაც ვმეგობრობდი დონ რობერტო ესკობარი იყო(პაბლოს ძმა)".

"პაბლო ესკობარი უბრალოდ ჩემი ნაცნობი გახლდათ. მან კონგრესში შეაღწია, თუმცა გარიცხეს და შემდეგ ციხეში აღმოჩნდა. იგი პოლიტიკოსი აღარ იყო და მხოლოდ ნარკობარონი გახლდათ, რომელთანაც საქმის დაჭერა არავის სურდა. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ კოლუმბიის სახე ვიყავი... უფრო ჰუმანური ადამიანი გავხდი და ვფიქრობდი, რომ ციხე ადამიანს მარტოსულად ტოვებს".

"ბევრი მეგობარი მყავს და რამდენიმე მათგანი ნარკობარონია. ამის შეცვლა არ შემიძლია".

"მე ყველასთან ვმეგობრობ".

ინტერვიუს ბოლოს იგიტა ციხეში გატარებულ პერიოდს შეეხო და განაცხადა: "არ მინდოდა ჩაშვების გამო, ვყოფილიყავი განსჯილი".

ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს შანსი რომ მისცემოდა, ეწვეოდა თუ არა პაბლო ესკობარს კიდევ ერთხელ, რაზეც რენემ განაცხადა: "დღეს, ხვალ და ყოველთვის, თუ შანსი მომეცემა ყველა ციხეს ვესტუმრები".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები