Aa Aa
27 აგვისტო 2019  |  17:30

მომენტი, რომელსაც „ბარსელონა“ ელოდებოდა

imgbanner

ესპანელი ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნეიმარის საპნის ოპერა უახლოეს პერიოდში დასრულდება და ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს.

„ნეის“ შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება და ამჯერად საინტერესო სტატიას Marca აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ.

თუ „ბარსელონას“ სურდა ნეიმარს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და განეცხადებინა, რომ მხოლოდ „კამპ ნოუზე“ უნდა ასპარეზობა, ჩათვალეთ, რომ კატალონიელებმა მიზანს მიაღწიეს. „ნეის“ საჯაროდ არაფერი უთქვამს, მაგრამ პსჟ-ს მესვეურებს ყველაფერი შეატყობინა.

ბრაზილიელი სუპერვარსკლავი ორშაბათს კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს შეხვდა და მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ „ბარსელონაში“ გადასვლაზეა თანახმა.

ნეიმარს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ „ბლაუგრანა“ ახალ წინადადებას ამზადებდა. მან ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი მომენტი დგებოდა და გადაწყვიტა ემოქმედა. „ნეის“ უნდოდა პარიზულ გუნდზე ზეწოლა განეხორციელებინა და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებისთვის ეთქვა, რომ „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს და მხოლოდ კატალონიაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული.

ზუსტად ამიტომ დღეს „ბარსელონას“ დელეგაცია პარიზში გაემგზავრა და ფრანგული გრანდის წარმომადგენლებს შეხვდება. „კამპ ნოუს“ ბინადრები 170 მილიონ ევროს ამზადებენ და შესაძლოა ტრანსფერში დემბელეც ჩართონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე „ბარსამ“ ნეიმარისთვის ბრძოლაში ძალიან დიდი ფორა მოიპოვა. ასე რომ სავარაუდოდ „ბლაუგრანა“ თავის მოსისხლე მტერს, მადრიდის „რეალს“ აჯობებს და ბრაზილიელ სუპერვარსკლავს დაიბრუნებს.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები