კანიჯას მეუღლე: „კლაუდიო ნარკომან მეძავთან ცხოვრობს“
Aa
Aa

კანიჯას მეუღლე: „კლაუდიო ნარკომან მეძავთან ცხოვრობს“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, კლაუდიო კანიჯა სკანდალში გაეხვა. სამხრეთ ამერიკელის მეუღლის, მარიანა ნანისის თქმით კანიჯამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მუცელი მოეშალა.

კლაუდია და მარიანა 1988 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ არგენტინელმა 26 წლის მოდელთან, სოფია ბონელისთან გააბა რომანი და ნანისმა ადგილობრივი გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ თემის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ განქორწინებულები არ ვართ. კლაუდიო ნარკომან მეძავთან ცხოვრობს, რომელიც მას მთელი დღე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს. მალე ალბათ ორივეს დაიჭერენ“.

„მე ვერ მივალ იქ, სადაც კლაუდიო იმ მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად ცხოვრობს. გამორიცხულია! ჩემს ადვოკატებთან კონსულტაციებს გავივლი და ამის შემდეგ გადავწყვეტ რა მოვიმოქმედო. მე მასთან 33 წელი გავატარე“.

„ერთხელ ორ თვე-ნახევრის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ხელი მკრა და მანქანას დავეჯახე. მომდევნო დღეს მასაჟის სეანსზე აღმოვაჩინე, რომ ფეხები სისხლით მქონდა მოთხვრილი. პირსახოცი ავიღე და საავადმყოფოსკენ გავემართე, თუმცა როცა კლაუდიოს მომხდარის შესახებ ვუამბე, მითხრა, რომ მე ძუკნა ვიყავი, რომელსაც მსხვერპლის როლის მორგება უყვარდა“.

„მან ჩემი შვილი მოკლა“!

აღსანიშნავია, რომ მარიანას სიტყვებს კანიჯაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მეუღლეს ფსიქიატრი სჭირდება. არგენტინელის თქმით ნანისი წლებია საღ გონებაზე არ იმყოფება და პრობლემები სწორედ ამიტომ შეექმნათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები