ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ვაისმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 სექტემბერს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეის რესპუბლიკის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდება.

კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან 5 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის მზადებას გააგრძელებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.

უახლოესი ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაეხმარება, დანიასთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას ნაკრების კაპიტანი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია: დინამო თბილისის წევრი ლევან შენგელია და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 2 სექტემბრიდან ქალაქ სტამბოლში გეგმავს.

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო - დანია

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები