Aa
Aa

"ფიორენტინა" დე პაულის ტრანსფერს უახლოვდება

ფლორენციის „ფიორენტინა“ როდრიგო დე პაულის ტრანსფერთან საკმაოდ ახლოსაა. აპენინური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ვიოლასა“ და „უდინეზეს“ შორის სატრანსფერო მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.

როგორც ირკვევა, „ფიორე“ მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო ახლავე გადაიხადოს, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით ეტაპობრივად დაემატება.

ასევე არც ისაა გამორიცხული, რომ ფლორენციელებმა დე პაულის ტრანსფერში ჯიოვანი სიმეონე ან მარკო ბენასი ჩართოს. ასე რომ, „იებს“ არგენტინელის შესაძენად რამდენიმე გეგმა აქვთ.

თავად დე პაულს რომ „ზებრების“ დატოვება სურს ძველი ამბავია. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ გუნდის ლიდერი სერია A-ს პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

როდრიგო დე პაული 25 წლისაა და უდინელთა მაისურით 2016 წლიდან თამაშობს, იქამდე იგი არგენტინული „რასინგისა“ და ესპანური „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა, არგენტინის ნაკრებში კი 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები