Aa
Aa

კეინი უკმაყოფილოა: "დროა უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ"

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი, ჰარი კეინი „დეზების“ სტარტით უკმაყოფილოა. ლონდონურმა კლუბმა საწყისი სამი შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო და ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ინგლისელ ფეხბურთელს მშვენივრად მოეხსენება, რომ ყველაფერი წინაა, მაგრამ აცხადებს, რომ დროა „ტოტენჰემმა“ სტაბილური თამაში აჩვენოს და სასურველი შედეგი დააფიქსიროს.

„როგორც უკვე ხედავთ მანჩესტერ სიტისა და ლივერპულთან ბრძოლა გაჭირდება. სეზონის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ თუ ორი ან სამი თვის განმავლობაში ქულებს არ დავკარგავდით, მათთვის კონკურენციის გაწევას შევძლებდით. ცუდი სტარტი ავიღეთ, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“.

„ლივერპული და სიტი მოპოვებული გამარჯვებებით მაღალ სტანდარტებს აწესებენ და ვიცოდი, რომ მათთან საბრძოლველად დაგეგმილი ქულები არ უნდა დაგვეკარგა, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში“.

„სამწუხაროა ყველაფერი ასე რომ დაიწყო, თუმცა როგორც აღვნიშნე წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქულები სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა ავიღოთ. დროა უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გასამართი მძიმე მატჩები მოვიგოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები