Aa
Aa

სეზონში მე-4 გოლი! - ხარაიშვილი ბრწყინვალე ფორმაშია!

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს და დღეს კიდევ ერთი წარმატებული მატჩი გამართა. "გიოტებორგის" ქართველმა ლიდერმა "კალმართან" შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო, მისმა გუნდმა კი 4:0 იმარჯვა.

ხარაიშვილმა თავი 61-ე წუთზე მას შემდეგ გამოიჩინა, რაც საჯარიმოში მაღალი ბურთი გაიგზავნა, ქართველმა კი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ახლო მანძილიდან აუღებლად დაარტყა, რითაც ანგარიში 3:0 გახდა.

გოლიდან ოთხ წუთში გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 88-ე წუთზე, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო, მწვრთნელმა მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა.

გიორგიმ შვედეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 გოლი შეაგდო, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაცაა. საგოლე პასების კუთხით ჩემპიონატში, 7-7 ასისტით, საუკეთესო 2 ფეხბურთელია - ხარაიშვილი და ტანკოვიჩი.

"გიოტებორგი" შესანიშნავ ფორმაშია და 1-ლი ივნისის შემდეგ, უკვე 9 მატჩია არ წაუგია. გუნდი მე-6 ადგილზე რჩება და მეორეადგილოსან აიკ-ს 5-ით, ხოლო მესამეადგილოსან "ჰამარბის" 3 ქულით ჩამორჩება. გიოტებორგელები შემდეგ ტურში ლიგის ბოლოადგილოსან "სუნდსვალთან" სტუმრად ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები