ინიესტა: მთელი ცხოვრება ვან გაალის მადლიერი ვიქნები
Aa
Aa

ინიესტა: მთელი ცხოვრება ვან გაალის მადლიერი ვიქნები

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის ლუი ვან გაალის მადლობელი მთელი ცხოვრება იქნება. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შედგა ესპანელი ფლეიმეიქერის დებიუტი 2002 წლის ოქტომბერს „რეკრეატივოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

 

„ნოუ-კამპზე დებიუტი ოცნების ახდენა იყო. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი, ვან გაალმა კი ნდობა გამომიცხადა. მე მისი და ყველა ყოფილი თავკაცის მადლიერი ვიქნები.“ - განაცხადა ინიესტამ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს ქვეყნის ნაკრებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2005 წლის პრიმერადივიზიონისა და 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ტიტულია.

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვა გამარჯვება „ფურია როხამ“.  ასევე გადამწყვეტი იყო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ ბოლო წუთზე გატანილი გოლი.

 

„პირველი „ლა ლიგის“ ტიტული ყოველთვის მემახსოვრება, რადგან ის ჩემთვის პირველი გამარჯვება იყო. მთელი ცხოვრება მემახსოვრება რომის ფინალი. მთელი სეზონი შესანიშნავ ფორმაში ვიყავით და დაუვიწყარი მატჩიც ჩავატარეთ. რაც შეეხება გოლებს, რათქმაუნდა პირველ ადგილზე „ჩელსის“ წინააღმდეგ გატანილი ბურთია. ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე წარმოუდგენელი მომენტი.“ - განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები