როცა სხვა გზა არაა! Wikipedia პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად!
Aa
Aa

როცა სხვა გზა არაა! Wikipedia პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად!

პრემიერ ლიგის ყოფილ არბიტრს, ჰოვარდ ვებს უცნაური ისტორია გადახდა. 48 წლის ინგლისელს აშშ-ში ერთ-ერთ ბარში სურდა შესვლა, მაგრამ დაწესებულების წარმომადგენელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა.

როგორც მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს ბარში შესვლის უფლება, თუ შემოწმებას გაივლი და ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენ, რომლითაც დაადასტურებ, რომ 21 წელზე მეტის ხარ.

ვებს პრობლემა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეექმნა. ჰოვარდს ასეთი დოკუმენტი თან არ ჰქონდა.

ინგლისელი ექს-რეფერის თანმხლებმა პირებმა მარტივ გამოსავალს მიაგნეს. მათ ბარის წარმომადგენელს ვიკიპედიის გვერდი აჩვენეს, რომელიც ჰოვარდ ვებს ეძღვნება. საბოლოოდ ინგლისელმა მიზანს მიაღწია და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი წარმომადგენლისგან ბარში შესვლის ნებართვა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები