ცალხელა მებრძოლის წარმატებული დებიუტი Bellator-ში! ნიკ ნიუელმა კორი ბრაუნინგი დაამარცხა
Aa
Aa

ცალხელა მებრძოლის წარმატებული დებიუტი Bellator-ში! ნიკ ნიუელმა კორი ბრაუნინგი დაამარცხა

ნიკ ნიუელმა Bellator-ში სადებიუტო ჯახი შესანიშნავად ჩაატარა და კორი ბრაუნინგს დამაჯერებლად სძლია. 33 წლის მებრძოლმა კარიერაში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების ქება დაიმსახურა.

როგორც მოგეხსენებათ ნიუელი ცალხელა მებრძოლია, თუმცა ამას მისთვის ბევრი პრობლემა არ შეუქმნია. ნიკმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ბრაუნინგმა ნიუელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და MMA-ის ქომაგების ფავორიტმა მგუდავი ილეთით იმარჯვა.

მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ ნიკმა ჟურნალისტებისთვის გამონახა დრო და განაცხადა: „ვიცოდი რაღაც განსაკუთრებული რომ მოხდებოდა. ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ წინ რაღაც დაუვიწყარი მელოდებოდა“.

„მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც გამოდის და ამბობს - შემომხედეთ, საოცრებებს ვაკეთებ. ყველას თავისი პრობლემები აქვს, რომლებიც მათ წინსვლაში ხელს უშლის. ჩემი პრობლემები უბრალოდ ვიზუალურად შესამჩნევია“.

„ჩემი მიზანია ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გავხდე და არ მინდა მიცნობდნენ, როგორც მებრძოლს, რომელიც ცალი ხელით იბრძვის“!

ცხელი ამბები