Aa
Aa

აბატე "ბრეშას" ვარიანტს განიხილავს

32 წლის იტალიელი მცველი, ინაციო აბატე, სერია A-ს დებიუტანტ „ბრეშაში“ გადასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. ვეტერანმა მცველმა „ოლიმპიაკოსის“ „ვალიადოლიდისა“ და ერთ-ერთი ყატარული კლუბის წინადადებები დაბლოკა, რადგან მშობლიურ ჩემპიონატში დარჩენა სურს.

აბატეს იტალიის ჩემპიონატის გარდა არსად უთამაშია, „ბრეშაში“ გადაბარგება კი მისთვის ხელსაყრელია, რამეთუ ეს გუნდი იმავე რეგიონში მდებარეობს, სადაც გამოცდილი უკანახაზელი წლების განმავლობაში ცხოვრობს.

ასე რომ, დიდი ალბათობით, აბატე ყოფილ თანაგუნდელ მარიო ბალოტელის შეუერთდება, რომელიც „რონდინელემ“ რამდენიმე დღის წინ გაიფორმა.

ინაციო აბატე ბოლო 10 წლის განმავლობაში „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, იქამდე კი „ტორინოსა“ და „ემპოლის“ ეკუთვნოდა. ამ გუნდების მაისურით ფეხბურთელს იტალიის უმაღლეს ლიგაში 292 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები