433 - ცნობილმა გვერდმა მერებაშვილს დასცინა, ქართველის პასუხმა არ დააგვიანა
Aa
Aa

433 - ცნობილმა გვერდმა მერებაშვილს დასცინა, ქართველის პასუხმა არ დააგვიანა

ცნობილმა სპორტულმა გვერდმა 433, რომელიც გამორჩეულ საფეხბურთო ვიდეოებს აქვეყნებს, ინსტაგრამზე 22 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ხსენებულმა გვერდმა გიორგი მერებაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა, 2016-2017 წლების სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასაში, როდესაც ქართველმა შემტევმა დიდებული სოლო რეიდის შემდეგ ცარიელ კარს ააცილა.

4-3-3 ვიდეოს შემდეგ სათაურს აწერს: "From Leo Messi to messy". კომენტარებში უამრავი სახალისო გამოხმაურება დაიწერა.

View this post on Instagram

From @leomessi to messy ????????‍♂️ @ekstraklasa_official

A post shared by 433 (@433) on Aug 26, 2019 at 12:45am PDT

ხსენებულ ვიდეოს კომენტარებში ექსტრაკლასას გვერდიც გამოეხმაურა და დაწერა: „მისთვის ასეთი რამის გაკეთება საკმაოდ ადვილი გახლავთ, მან მეტოქეს უბრალოდ შანსი მისცა“.

ცოტა ხნის შემდეგ მერებაშვილმა 4-3-3-ს უპასუხა და პოლონეთში მის მიერ გატანილი ყველაზე ცნობილი გოლი გამოაქვეყნა. ჰეშთეგში „მერებას“ პასუხი ასეთი იყო: "Old but Gold".

View this post on Instagram

Old but Gold????⚽️ @433 @ekstraklasa_official @wislaplocksa

A post shared by Giorgi Merebashvili (@giorgi_merebashvili10) on Aug 26, 2019 at 1:24am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები