Aa
Aa

ვანდა: "იკარდის მხოლოდ "ინტერში" თამაში სურს!

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, Mediaset-ის გადაცემა Tiki-Taka-ში საუბრისას არგენტინელი ფორვარდის მომავალზე ისაუბრა.

ნარას განცხადებით, ერთადერთი კლუბი, რომელშიც იკარდის თამაში სურს, სწორედ „ინტერია“ და მისი სხვაგან გადასვლა არ განიხილება. ამასთანავე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მაუროს აზრი არასდროს შეუცვლია და არაერთი შეთავაზების მიუხედავად, „ნერაძურიდან“ ერთგულად რჩებოდა.

ნარამ ასევე დაამატა, რომ ანტონიო კონტე დიდი მწვრთნელია და იმედი გამოთქვა, რომ იგი მის მეუღლეს თამაშის საშუალებას მისცემს.

იკარდის „შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. როგორც იტალიური პრესა წერდა, მას „იუვენტუსში“ გადასვლა სურდა, თუმცა „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, იკარდის ტრანსფერი გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები