Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალშია! გამარჯვება უძლიერეს მეტოექსთან

იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ ნაგაიამას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა!

ძირითად დროში გამარჯვება ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო. დამატებით დროში ქართველმა დრამატულ ბრძოლაში იპონით იმარჯვა და ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

ნაგაიამასთან ჩვიმიანს დღემდე 2 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ორივეში მარცხი ჰქონდა ნაწვნევი, თუმცა ამჯერად გამარჯვება ქართველს დარჩა.

ჩხვიმიანმა მეოთხედფინალში ტაიპეელი იანგი კონტრილეთზე გამოიჭირა და ულამაზესი ვაზარი შეუსრულა.

ქართველის მეტოქე მე/16-ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

მერვედფინალში ჩხვიმიანმა უკრაინელ არტიომ ლესიუკს ბრწყინვალე იპონით მოუგო.

ცხელი ამბები