Aa
Aa

"ინტერი" ამ ზაფხულს მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებას შეეცდება

ამ ზაფხულს "ინტერის" ნომერ პირველი ამოცანა შემადგენლობის გაძლიერებაა. "ნერაძურის" ალექსის სანჩესისა და არტურო ვიდალის იჯარის წესით გადაბირება სურს.

ზემოთ ხსენებული დუეტის გარდა "შავ-ლურჯები" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩსაც აკვირდებიან. იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით "ინტერი" წინადადებას ამზადებს და ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.როგორც ირკვევა "ნერაძური" "ლაციოს" მატეო პოლიტანოს, რობერტო გალიარდინის და გარკვეულ თანხას შესთავაზებს.

სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ "ლაციალე" 100 მილიონ ევროს ითხოვს. თანაც მილინკოვიჩ-სავიჩის გასხვისება კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის და "ინტერს" რომაელების დაყოლიება ძალიან გაუჭირდება.

აქვე დავძენთ, რომ სერბი ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვით "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები