რა გააკეთა კონორმა ასაკოვანი მამაკაცისთვის მუშტის დარტყმის შემდეგ?
Aa
Aa

რა გააკეთა კონორმა ასაკოვანი მამაკაცისთვის მუშტის დარტყმის შემდეგ?

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun კონორ მაკგრეგორის ინციდენტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ირლანდიელი მებრძოლი სკანდალში გაეხვა. TMZ Sports-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მაკგრეგორი ასაკოვან ადამიანს მუშტს ურტყამს (ვიდეო აპრილშია გადაღებული).

 

დღეს კი The Sun-ის იუწყება, რომ  მომხდარიდან რამდენიმე წამის შემდეგ მაკგრეგორმა მაისური გაიძრო და კუნთები დაჭიმა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით ირლანდიელის ჟესტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუმცა გამომძიებლები კადრებს სამხილად არ იყენებენ, რადგან მათზე მაკგრეგორისა და ასაკოვანი მამაკაცის ინციდენტი არ გახლავთ ასახული.

The Sun ანონიმური წყაროს კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს: "მომხდარის შემდეგ მაკგრეგორმა ის გააკეთა, რასაც ბრძოლის მოგების შემდეგ აკეთებენ ხოლმე. მან კუნთები დაჭიმა და მუშტები შეკრა".

შეგახსენებთ, რომ ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირლანდიელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და არასწორად მოიქცა, თუმცა რამდენად აანალიზებს მაკგრეგორი დანაშაულს თავად გადაწყვიტეთ.

ცხელი ამბები