ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!
Aa
Aa

ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

უნგრეთში, კერძოდ კი სეგედში ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ხუთი ქართველი ნიჩბოსანი ასპარეზობს.

დღეს ერთკაციან კანოეთი 200 მეტრზე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მე-2 შედეგი დააფიქსირა ზაზა ნადირაძემ, რომელიც კვირას ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ნადირაძემ 38.91 წამი დააფიქსირა და ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის ჩვენების შემდეგ, ამჯერად მეორე მაჩვენებელი დააფიქსირა და ლიტველ ჰენტიკას ჟუსტაუტასს 0.42 წამით ჩამორჩა.

ფინალი 25 აგვისტოს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

ცხელი ამბები