ეფექტური გოლი - დავით სხირტლაძემ თავის პოლონურ კარიერაში პირველად გაიტანა
Aa
Aa

ეფექტური გოლი - დავით სხირტლაძემ თავის პოლონურ კარიერაში პირველად გაიტანა

ქართველმა შემტევმა დავით სხრიტლაძემ თავის პოლონურ კარიერაში პირველი და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

სხირტლაძის „არკა“ სტუმრად „კრაკოვიას“ ეთამაშებოდა და სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა. პრესტიჟის გოლის ავტორი კი დავით სხირტლაძე გახდა.

94-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქეს ორი ცრუმოძრაობა გაუკეთა, ეფექტურად მოატყუა და მეკარეს დაფარულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

 

შეგახსენებთ, რომ სხირტლაძე „არკამდე“ დანიური ''ორჰუსისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა.

26 წლის ქართელმა შემტევმა კარიერის საუკეთესო პერიოდი 2016-18 წლებში დანიურ ''სილკებორგში'' გაატარა, რომელიც მისი დახმარებით სუპერლიგაში დაბრუნდა და შემდეგ დანიის თასის ფინალში გავიდა. სხირტლაძემ ფინალურ შეხვედრაში ''ბრონდბიუს'' გოლი გაუტანა, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები