რუისმა დაადასტურა და იმუქრება! მატჩრევანში საუდის არაბეთში გაიმართება
Aa
Aa

რუისმა დაადასტურა და იმუქრება! მატჩრევანში საუდის არაბეთში გაიმართება

ენდი რუის ჯუნიორმა დაადასტურა, რომ ენტონი ჯოშუასთან მატჩრევანში საუდის არაბეთში გაიმართება.

მექსიკელმა მოკრივემ დღეს დილით "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ენტონი ჯოშუასთან მატჩრევანშს გავმართავ".

"პირველ ორთაბრძოლაში ისტორია დავწერე და პირველი მექსიკელი გავხდი, ვინც მძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა".

"მინდა საუდის არაბეთს მიწვევისთვის მადლობა გადავუხადო. ნიუ იორკში ეიჯეი გავანადგურე და მოუთმენლად ველი უდაბნოში კარიერას როდის დავუსრულებ. ბრძოლა არ გამოტოვოთ".

ჯოშუამ ცოტა ხნის წინ რუისთან მარცხი უიღბლობას დააბრალა. ბუკმეიკერები თვლიან, რომ ფავორიტი სწორედ ბრიტანელია, თუმცა მძიმე წონით დივიზიონში მოასპარეზე მებრძოლები, როგორებიც ტაისონ ფიური და დეონტეი უაილდერი არიან, აცხადებენ, რომ მეორე ჯახიც ენდი რუისის ტრიუმფით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩრევანში 7 დეკემბერს გაიმართება.

ცხელი ამბები