Aa
Aa

"ბეტისის" თავკაცს იმედი აქვს მესი გაცივდება

"ბარსელონა" ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს. "ბლაუგრანას" ლეო მესი უბრუნდება, რომელიც ესპანური პრესის ცნობით მოედანზე დასკვნით 30 წუთს გაატარებს.

"ლა პულგასთან" ერთად კატალონიური გრანდი სხვა გუნდი რომაა ყველას მშვენივრად მოეხსენება და "ვერდიბლანკოს" თავკაცი, რუბი გამონაკლისი არ გახლავთ.

ესპანელმა სპეციალისტმა იცის მის კოლექტივს რა რთული თამაში ელის და სურს ლეი მესის გარეშე მოასპარეზე "ბარსას" შეერკინოს.

"ჩემი აზრით ლეო პირველივე წუთიდან მინდორზე იქნება. მირჩევნია მესის ტრავმა არ ჰქონდეს და გაციებული იყოს. თუ გაცივდება მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს" - განაცხადა რუბიმ.

"ბეტისმა" ლა ლიგის წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო და საკუთარ კედლებში "ვალიადოლიდთან" 2-1 დამარცხდა. კარგი სტარტი არც "ბლაუგრანას" აუღია. ერნესტო ვალვერდეს ბიჭებმა "ბილბაოს" ვერაფერი მოუხერხეს და ბასკურ გუნდთან მინიმალური სხვაობით წააგეს.

"ბარსელონასა" და "ბეტისის" მატჩი "კამპ ნოუზე" 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები