მიოჩიჩმა კორმიეს ძლევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მამამისმა სიმსივნე დაამარცხა
Aa
Aa

მიოჩიჩმა კორმიეს ძლევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მამამისმა სიმსივნე დაამარცხა

UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სტიპე მიოჩიჩმა შეიტყო, რომ მამამისმა კიბო დაამარცხა.

18 აგვისტო მიოჩიჩის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იქნება. 37 წლის სტიპემ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დენიელ კორმიეს ძლევით 2018 წლის ივლისში დაკარგული ტიტული დაიბრუნა.

გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ, მიოჩიჩი გასახდელისკენ გაემართა და პირველ რიგში ოჯახს დაუკავშირდა. ვიდეოში, რომელიც UFC-მ Youtube-ზე გაავრცელა ჯადოსნური მომენტია ასახული.

„შენ გამო ძალიან ბედნიერი ვარ მამა. ეს ქამარი მოვიპოვე, რომელიც შენ გეძღვნება“- ამბობს მიოჩიჩი.

 

UFC 241-ის შემდეგ, შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები მიოჩიჩისა და კორმიეს მესამე ორთაბრძოლას ითხოვენ. ამ იდეას დენა უაითიც მიესალმება. UFC-ის პრეზიდენტ სტიპეს აქებს და აცხადებს, რომ კორმიესა და მიოჩიჩის „ტრილოგიის“ ხილვა ყველასთვის კარგი იქნება.

ცხელი ამბები