ნორვეგიულმა კლუბმა ლიონელ მესი გაიფორმა
Aa
Aa

ნორვეგიულმა კლუბმა ლიონელ მესი გაიფორმა

ნორვეგიის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბმა, „იუნკერენმა" ლიონელ მესი გაიფორმა, თუმცა „ბარსელონას“ ქომაგებს სანერვიულო არაფერი აქვთ. საუბარი 16 წლის ფეხბურთელზე, დანიელ არე კნუტსენზეა, რომელიც არგენტინელი სუპერვარსკლავის თავგადაკლული ქომაგია და მის საპატივცემულოდ სახელი შეიცვალა.

„იუნკერენის“ წარმომადგენლებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სახელისა და გვარის გარდა მესისთან სხვა საერთოც ექნება.

კნუტსენმა ტრანსფერის შესახებ VG-სთან ისაუბრა და განაცხადა: „სახელის შეცვლა დიდი ხნის წინ გადავწყვიტე და ლიონელ მესი ჩემი კუმირია. ფეხბურთით ვცოცხლობ და ცდას წინ არაფერი ედგა“.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მესის სტილში ვიასპარეზო. შესაძლოა რაღაც მსგავსებები იყოს, მაგრამ ჩემი ნიჭი ალბათ მისსას ვერ შეედრება“.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის გადაბირებას “იუნკერენის“ ხელმძღვანელებიც გამოეხმაურნენ: „ლიონელ მესის გაფორმების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ვეძებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები