Marca - „რეალს“ ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით გარანტიების მიღება სურს
Aa
Aa

Marca - „რეალს“ ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით გარანტიების მიღება სურს

ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები კვლავ აქტუალური თემაა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა“ და „ბარსელონას“ სურთ  და უკან დახევას არცერთი აპირებს.

ესპანური გამოცემა Marca ამჯერად „სამეფო კლუბის“ შესახებ წერს და აცხადებს, რომ სანამ "ბლანკოსი" ნეიმარისთვის ბრძოლაში ბოლომდე ჩაერთვება, ფეხბურთელის ტრავმიანობასთან დაკავშირებით გარანტიების მიღება სურს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 27 წლის შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ თავს მაინც იზღვევენ.

Marca-ს ინფორმაციით ამ საკითხით როგორც „რეალი“, ასევე „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ „ბლაუგრანა“ ახალ წინადადებას ამზადებს. Sport-ის ცნობით „კამპ ნოუს“ ბინადრები პსჟ-ს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.

კატალონიური გამოცემა დასძენს, რომ „რეალი“ ყველაფერს აკონტროლებს და მზადაა პსჟ-ს „ბარსას“ ნებისმიერ შეთავაზებაზე უკეთესი წინადადებით მიმართოს. თუმცა საკითხავია სურს თუ არა ფრანგულ გრანდს "სამეფო კლუბისთვის" ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით გარანტიების მიცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები