Aa
Aa

"ენფილდის" ტევადობა 60 000-მდე გაიზრდება

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში კლუბის საშინაო არენა „ენფილდს“ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

სტადიონის მთავარი ტრიბუნა 3 წლის წინ განახლდა, ახლა კი კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რომლის მთავარი ნაწილიც ტევადობის 60 000-მდე გაზრდაა.

„წითლების“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ კლუბი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ითანამშრომლებს, ქალაქის ოფიციალურ პირებთან და სხვა კერძო პიროვნებებთან კი ჩასატარებელი სამუშაოების დასკვნით დეტალებს განიხილავს.

„ენფილდ როუდი“ 1884 წელს აშენდა და პირველი 8 წლის განმავლობაში „ევერტონის“ საშინაო მატჩებს მასპინძლობდა, 1892 წლიდან კი „კანფეტები“ „გუდისონ პარკზე“ გადაბარგდნენ, რამაც სტადიონი სრულად ახლადდაარსებული „ლივერპულის“ განკარგულებაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები