Aa
Aa

რაბიო რონალდუს აქებს: "კრიშტიანუსთან ერთად ვარჯიში პროგრესის მიღწევაში მეხმარება"

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა, ადრიენ რაბიომ კრიშტიანუ რონალდუ შეაქო. ფრანგი საყრდენის თქმით რონალდუ მას უდიდეს დახმარებას უწევს და „ბებერ ქალბატონთნ“ ადაპტაციაში ეხმარება.

„ამ ზაფხულს ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რადგან გუნდის სათამაშო სტილთან შეგუება მჭირდებოდა“.

„რონალდუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კრიშტიანუსთან ერთად ვარჯიში პროგრესის მიღწევაში მეხმარება და ზოგადად მისი ყოფნა გუნდზე დიდ გავლენას ახდენს“.

„ტურინი პარიზისგან ძალიან განსხვავდება და შედარებით პატარა ქალაქია. აქ საკუთარი თავი მარტივად ვიპოვე და ადაპტაციის პერიოდი კარგად გავიარე, რაც საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“.

„პირადად მე ტურინული თავგადასავლის დაწყებას მოუთმენლად ველი. შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. ზაფხულში ბევრი ვიმუშავე და ვთვლი, რომ ახალი სეზონისთვის მზად ვარ“.

„სერია A-ს პირველი შეხვედრა პარმას წინააღმდეგ უნდა გავმართოთ და ადვილი მატჩი ნამდვილად არ გვექნება, თუმცა თავდაჯერებულები ვართ და მიგვაჩნია, რომ წარმატებას მივაღწევთ“.

„ბებერი ქალბატონი“ ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ხვალ დაიწყებს. თბილისის დროით 20:00-ზე „ბიანკონერი“ სტუმრად „პარმას“ გაეჯიბრება. ტურინელებს მატჩის ჩატარება მაურიციო სარის გარეშე მოუწევთ. იტალიელი სპეციალისტი პნევმონიას ებრძვის და სერია A-ს საწყის ორ შეხვედრას გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები